საერთაშორისო შეფუთვის პარტნიორები
Hilbert იტალიური სტამბის, Grafiche Federighi-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
ეს პარტნიორობა გარდამტეხი ეტაპია არა მხოლოდ Hilbert-ისთვის, არამედ მთელი ქართული ბიზნეს-სექტორისთვის. ადგილობრივ მწარმოებლებს პირველად ეძლევათ პირდაპირი წვდომა ევროპის უმაღლეს სტამბურ ტექნოლოგიებზე. ეს ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ბრენდებს კონკურენციას გაუწევენ ისეთი ხარისხის შეფუთვითა და ეტიკეტებით, რომლებიც ადრე ადგილობრივ ბაზარზე მიუწვდომელი იყო და მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პრივილეგიას წარმოადგენდა.
Grafiche Federighi-ის ისტორია
Grafiche Federighi-ის ამბავი 1969 წელს იწყება, როდესაც კარლო და კარლა ფედერიგიმ ოჯახური ბიზნესი დააარსეს. 50 წელზე მეტი გამოცდილება, მუდმივი ინვესტიცია ტექნოლოგიებში, კვლევასა და განათლებაში, კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას პრემიუმ კლასის ეტიკეტები, რომლებიც არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური ნაწილი, არამედ მისი ისტორიის მთავარი მთხრობელია.
დღეს, მასიმო ფედერიგის ხელმძღვანელობით, სტამბა იტალიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ითვლება ღვინის, ზეითუნის ზეთისა და სასმელების ეტიკეტების დამზადებაში. კომპანია მდებარეობს ანკონის პროვინციაში, მარკეს რეგიონში.
Grafiche Federighi-ს ძირითადი ღირებულებებია: პრემიუმ ხარისხი, ინოვაცია და მომსახურების მაღალი სტანდარტი – სამი პრინციპი, რომლითაც უკვე ოჯახის მეორე თაობა აგრძელებს საქმიანობას. მათი რწმენით, სწორედ შეფუთვა და ეტიკეტია ის მედიუმი, რომელიც ყველაზე ცოცხლად ყვება ბრენდის ისტორიას.
Grafiche Federighi მომხმარებელს სთავაზობს კონკურენტულ და მოქნილ მომსახურებას როგორც მცირე, ისე დიდი ტირაჟებისთვის. სტამბის კრეატიული მიდგომა კი მხოლოდ ბეჭდვას არ მოიცავს, მათი მიზანია, თითოეული ეტიკეტი და შეფუთვა ბრენდის გამორჩეული ვიზუალური გამოცდილების ნაწილად იქცეს.
ტექნოლოგია
პრემიუმ ხარისხის მასალების გარდა, Grafiche Federighi მაღალტექნოლოგიური დამუშავების ისეთ მეთოდებს იყენებს, როგორიცაა:
- მრავალშრიანი ეტიკეტები: სამგანზომილებიანი და ტაქტილური ეფექტი; სხვადასხვა მასალის ინტეგრაცია ერთ ეტიკეტში.
- Orocolato: დამდნარი მეტალის ეფექტი, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს და მდგრადია ტენიანობის მიმართ.
- Bassorilievo: მკვეთრი რელიეფური ეფექტი, რომელიც იდეალურია ტექსტურების გამოსაჩენად.
- ექსკლუზიური მასალები: მუშაობა ბუნებრივ მასალებზე, როგორიცაა ხე და კორკი.
- ოფსეტ ბეჭდვა და ფერთა სიზუსტის კონტროლი (100%)
- Soft-touch ეფექტი, სერიგრაფია, ლაქები, ოქროს ჭედვა
