ქართველებისთვის მეღვინეობა ყოველთვის იყო იდენტობის განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში მტერი ჩვენს დამარცხებას არა მხოლოდ მახვილით, არამედ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის – ვაზის განადგურებითაც ცდილობდა.
ჩვენი წინაპრები ნათლად აცნობიერებდნენ ვაზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ომების თანმდევი დანაკარგებისა და გაჭირვების მიუხედავად, მათ შეძლეს ვენახების შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა. ამ ურყევი ძალისხმევის შედეგად, ქართული მეღვინეობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, დღემდე მტკიცე და ძლიერია.
წარსულში სიტყვა „ტანოვანი“ ღირსებითა და სიმამაცით, გამორჩეულ ადამიანებს აღწერდა, დღეს კი „ტანოვანის“ ღვინო ამავე სულისკვეთებას აგრძელებს და სიმტკიცეს, სიბრძნესა და შინაგან ძალას აერთიანებს.