ღვინის ეს განსაკუთრებული გამოშვება ექსკლუზიურად ბრენდ „ნათენაძის ღვინოებისთვის“ შეიქმნა, რომელიც ეძღვნება „თამარის ვაზისგან“ დამზადებულ ლიმიტირებულ სერიას. უძველესი მესხური ყურძნის ჯიში სათავეს თამარ მეფის ეპოქიდან – საქართველოს ოქროს ხანიდან იღებს.
ეტიკეტის დიზაინზე გამოსახულია დედოფლის პროფილი ტრადიციულ სამეფო სამოსსა და ძვირფასი ქვებით მოოჭვილ გვირგვინში. გვირგვინის ცენტრში მოთავსებულია თვლებით შემკული ჯვარი, რომელიც შთაგონებულია თამარ მეფის ცნობილი საგულე ჯვრით და რწმენისა და ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.