„ლალე“ რაჭული ღვინის ბრენდია, რომელიც ოჯახის ტრადიციებსა და რეგიონის ავთენტურ ხასიათს ატარებს. ბრენდის სახელწოდება სათავეს იღებს რაჭული ხალხური სიმღერიდან, რომელიც რთველს ეძღვნება. მისი რბილი და მელოდიური ჟღერადობა იმ სითბოსა და ნოსტალგიას გამოხატავს, რომელიც ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენების პროცესს ახლავს თან.
ბრენდის ვიზუალური იდენტობის ცენტრალური ელემენტი ხეა, რომლის ჩრდილშიც, ტრადიციით, სტუმრებთან ერთად ახლად დაყენებულ ღვინოს აგემოვნებდნენ. შესაბამისად, ეს ადგილი გახდა სითბოს, ჰარმონიისა და ერთობის სიმბოლო.